მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად სიკეთის კეთებას, კაცთმოყვარეობას ასწავლიან და სწორი ღირებულებების ფორმირების მიზნით, არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
27 დეკემბერს, მე-8ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან და მშობლებთან ერთად მოხუცთა პანსიონატს სტუმრობდნენ, რათა იქ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის მიელოცათ დამდეგი ახალი წელი და მცირედით მაინც გაეხარებინათ ისინი.
უნდა აღინიშნოს, რომ კლასმა უარი განაცხადა ე.წ. „საიდუმლო სანტას“ გათამაშებაზე, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, საჩუქრებით გაეხარებინათ ის ადამიანები, რომლებიც უფრო საჭიროებდნენ გვერდში დგომას.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პანსიონატში ბავშვებს ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი გარემო დახვდათ, მათ ბევრი ისაუბრეს იქ მცხოვრებ საყვარელ მოხუცებთან და მათ დაჰპირდნენ, რომ ხშირად მოინახულებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.