მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები: KET for Schools (A2Key for Schools), PET (B1 Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).
კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის სტანდარტული რეგისტრაცია 14 იანვრის 10:00 საათიდან 24 იანვრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 25 იანვარს დაიწყება და 26 იანვრის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).
2025 წლის მარტის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ
გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based PET (B1 Preliminary)- 8 მარტი
Paper-based CAE (C1 Advanced) – 8 მარტი
Paper-based KET for Schools (A2Key for Schools) – 14 მარტი
Paper-based FCE (B2 First) – 14 მარტი
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვანდალიზმი აშკარა მავნებლური საქმიანობაა
მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა