მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში ტარდება.
მათ შორის იყო სკოლაში განხორციელებული პროექტი - „ვარდისფერი შემოდგომა“, რომელსაც პედაგოგები მ. ბელქანია და ი. არქანია ხელმძღვანელობდნენ.
პროექტში აქტიურად მონაწილეობდნენ ამავე სკოლის მე-9 ბ და მე-11 კლასების მოსწავლეები და სკოლის ეკოკლუბი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში და ზოგადად თემში ცნობიერების ამაღლება, ძუძუს კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ საკითხის აუცილებლობის შესახებ და გააცნეს საზოგადოებას. მათ ასევე ჩაატარეს გამოკითხვა იმის დასდეგენად, თუ რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული საქართველოში არსებული სკრინინგ ცენტრების შესახებ, მიმართავენ თუ არა ამ ცენტრებს.
„ბავშვებმა სიმბოლურად დაამზადეს ვარდისფერი ლენტები, დაარიგეს ბუკლეტები და იმედოვნებენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტები ხელს შეუწყობს და გაზრდის ადამიანთა მიმართვიანობას სკრინინგ ცენტრების მიმართ. რაც მნიშვნელოვანია დაავადების დროული აღმოჩენის და, რა თქმა უნდა, დამარცხებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დამსწრე საზოგადოებას მოსწავლებმა ჯანმრთელობა უსურვეს და მოუწოდეს, რომ მიღებული ინფორმაცია გაეცნოთ მათი ახლობლებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.