სიახლეები
სკოლები

პატარა თეატრალები ქუთაისის N21 საჯარო სკოლიდან 
14-01-2025
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

მათ შორის არიან პატარა თეატრალები საბა ნემსაძე და იოანე ძნელაძე. 

ახლახან, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში წარმატებული საპრემიერო წარმოდგენა გაიმართა. მაყურებელმა ჩარლზ დიკენსის -„შობის სიზმარი“ ნახა, რომლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე გახლავთ.

გასაოცარი სპექტაკლი, უამრავი მაყურებელი, ოვაცია, ნიჭის ზეიმი, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება, მაყურებლის უაღრესად დადებითი მუხტი - ასეთია საერთო სურათი, რომელმაც დარბაზი მოიცვა. 

სპექტაკლში დიდი ოსტატების გვერდით თეატრის სცენა დაამშვენეს სათამაშოდ მიწვეულმა სხვადასხვა სკოლის პატარა თეატრალებმა. N21 საჯარო სკოლიდან - მე-4ბ კლასელმა - საბა ნემსაძემ და მე-7ა კლასის ყოფილმა მოსწავლემ იოანე ძნელაძემ.

როგორც ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში აფასებენ, პატარა მსახიობებმა ცნობილი ხელოვანების გვერდით ძალზედ ორიგინალურად და ნიჭიერად მოირგეს თავიანთი პერსონაჟები, მაღალი შემოქმედებითი შესაძლებლობები და კრეატიული ხედვა გამოავლინეს.არაჩვეულებრივად შეძლეს საკუთარი თავის რეალიზება.

„იყო დამსწრე საზოგადოების ამაღლებული განწყობა და მაღალი შთაბეჭდილებები. პატარა მსახიობებმა სიყვარული აჩუქეს და სიხარული მიანიჭეს მშობლიურ N21 სკოლას.

უდიდესი მადლობა უნიჭიერეს რეჟისორსა და მთელს შემოქმედებითი გუნდს მიღებული დიდი სიამოვნებისათვის! კვლავაც შემოქმედებითი წინსვლა და წარმატებები ჩვენს სიამყეებს-იოანესა და საბას! ჩვენო, ძვირფასებო, ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატებული მომავლის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ მათ შემოქმედებით გზაზე და ცოდნის მწვერვალებისკენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება