მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სწორი ღირებულებების ფორმირებაზე ზრუნავენ და საგნებთან ერთად, სიკეთის კეთებას, კაცთმოყვარებასა და ემპათიას ასწავლიან.
ტრადიციულად, წინასაახალწლოდ სკოლაში საქველმოქმედო აქცია დაიგეგმა.
27 დეკემბერს, რუსთავის N20 სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის ინიციატივით, მოსწავლე-მასწავლებლები მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრნენ.
„ახალი წელი თავისი ჯადოსნურობით იძლევა შანსს, გავაბედნიეროთ პატარები თუ ხანდაზმულები“,- გვეუნბეიან სკოლაში და საქველმოქმედო ღონისძიებების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
აღსანიშნავია, რომ რუსთავის N20 საჯარო სკოლა, სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, გულისხმიერებითა და მონდომებით ყოველწლიურად ეხმარება ისეთ ოჯახებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„მადლობა ამ უანგაროდ გაკეთებული კეთილი საქმის ყველა მონაწილეს. ბედნიერი შობა-ახალი წელი თქვენ და სრულიად საქართველო!“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.