სიახლეები
სიახლეები

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს
20-01-2025
-
+


2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საქართველოს 64 ქალაქის 70-მდე საგამოცდო ცენტრში 9-13 იანვარს ჩატარდა. 

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სულ 29 000-მდე მსურველი დარეგისტრირდა. პირველიდან მეორე ტურში 6 880-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა. მესამე ტურის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge გამოქვეყნდება. 

მესამე, დასკვნით ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს დააგროვებს და შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის მოხვდება. გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან და ზოგიერთი საგნის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, ინფორმატიკა) საერთაშორისო ოლიმპიადებზე გაემგზავრებიან საქართველოს სახელით. 

ოლიმპიადა ყოველ წელს სამ ტურად ტარდება და მასში მონაწილეობა შეუძლია საშუალო საფეხურის (X-XII კლასები) ნებისმიერ მოსწავლეს, სურვილის შემთხვევაში კი საბაზო საფეხურის მოსწავლეს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
 
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის საინტერესო აქტივობისათვის პედაგოგებს: ნაზი ხუციშვილსა და სერგო ბერიძეს“

აქტივობას ხელმძღვანელობდა ვარდითერ იუზბაშიანი

„პატარა ძიუდოისტის  სახელი არაერთჯერ გაჟღერდება მსოფლიო არენებზე“
 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება