მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N36 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, წარმატებულმა სპორტსმენმა - მერაბ დვალიშვილმა მოსწავლეებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყო.
მან, ვიდეომიმართვით მიულოცა I ა კლასის მოსწავლეებს შობა-ახალი წელი და ბევრი წარმატება, წინსვლა უსურვა. ჩემპიონმა ასევე დიდი სიყვარულით აღნიშნა სკოლაში გატარებული წლები და პედაგოგები გაიხსენა.
„მეც N36 სკოლაში დავდიოდი, ეს სკოლა ნამდვილად ძალიან კარგი სკოლაა, სადაც ასევე კარგი მასწავლებლები ასწავლიან. თქვენც უნდა მოინდომოთ, ისწავლოთ და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებებს. მთელი გულით და სულით გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს. როცა დავბრუნდები საქართველოში აუცილებლად ვეცდები, გესტუმროთ, იმედი მაქვს პირადად გავიცნობთ ერთმანეთს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ კარგ სწავლას“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვაში.
ეკრანზე UFC-ის ქართველი ჩემპიონის დანახვამ, ამ საოცარმა სიურპრიზმა მოსწავლეები ძალიან გაახარა და გაამხიარულა. მას პატარების გახარებისთვის სკოლაში უღრმეს მადლობას უხდიან.
„ჩვენი სკოლის გამორჩეული, ყველასათვის საყვარელი და საამაყო ჩემპიონი“, - დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ მერაბ დვალიშვილს სკოლაში.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.