სიახლეები
სკოლები

ზემო ნატანების საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო სანახაობა 
17-01-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესები უპირატესია, მათი მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ მოსწავლეთა გახარებას, მათთვის ზღაპრული განწყობის შექმნას ემსახურებოდა წინასაახალწლოდ გამართული ღონისძიებები. 

სკოლის მე-5 კლასელებმა საახალწლო ღონისძიებაზე გაიხსენეს ლიტერატურული პერსონაჟები, გააცოცხლეს ისინი და წარმოადგინეს როგორ მიულოცავდნენ წიგნის გმირები ახალ წელს თანამედროვე ბავშვებს, ოჯახებს, რას უსურვებდნენ მათ. ღონისძიება იყო ძალიან სახალისო და ამავე დროს შემეცნებითი.

ღონისძიება მოამზადეს კლასის დამრიგებელმა- ლენა შველიძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლია დუმბაძემ.

ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ჩატარდა სკოლის დაწყებით კლასებშიც. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია,მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები.

პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა ლამაზი საახალწლო სანახაობა გამართეს და ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

პირველი კლასის დამრიგებელი ცისანა გოგოტიშვილი გახლავთ, მეორე კლასს ქეთევან ანთაძე ხელმძღვანელობს, მესამე კლასის დამრიგებელია - მერინე იმნაძე და მეოთხე კლასის კი თამარ ხომერიკი. სწორედ აღნიშნული პედაგოგების ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება