სიახლეები
სკოლები

ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი საახალწლო ზარ-ზეიმი 
17-01-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ნაყოფიერი 2024 წელი გააცილეს და დიდი შემართებით, ახალი გეგმებითა და მიზნებით შეეგებნენ ახალ წელს.

წინასაახალწლოდ სკოლაში ზღაპრული საზეიმო განწყობა დატრიალდა. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე იზრუნეს და არაერთ საზეიმო ღონისძიება გაუწიეს ორგანიზება. 

მაყურებლების წინაშე შემოქმედებითად დატვირთული, შთამბეჭდავი საახალწლო პროგრამით წარდგნენ, დამდეგი ახალი წელი იზეიმეს.

„ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული და დაუვიწყარი დღე იყო! დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საახალწლო განწყობა გაუზიარეს ცეკვით, სიმღერით და ხელოვნებით სავსე წარმოდგენით.

პატარა მომღერლებმა თავიანთი ნაზი და გულწრფელი ხმებით საოცარი საახალწლო მელოდიები მოგვიტანეს, ხოლო მოცეკვავეებმა თავიანთი ენერგიით და ჰარმონიით ნამდვილი დღესასწაული შეგვიქმნეს. მათი თითოეული მოძრაობა და ნოტი სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა, რაც ყველას გულში დაუვიწყარ ემოციად დარჩა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.

„გილოცავთ ახალ წელს! ახალი წელი ყოველთვის იმედებითა და ბედნიერებით სავსე დროა, როდესაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ახალი ოცნებებისა და მიზნების დასახვა.

ჩვენ გვეამაყება, რომ ასეთი ნიჭიერი, მოტივირებული და კეთილი ბავშვები არიან ჩვენი სკოლის ნაწილი. თქვენს მიერ მიღწეული წარმატებები და სიხარული ჩვენი ყოველდღიური მოტივაციაა.

ვუსურვებთ თითოეულ თქვენგანს სიყვარულით, ჯანმრთელობით და ბედნიერებით სავსე ახალ წელს. ნატრობდეთ და გჯეროდეთ, რომ ყველა თქვენი ოცნება ახდება. გისურვებთ მშვიდობას, მეგობრობას და წარმატებებს სკოლაში, ოჯახში და თქვენს გარემოში!“,- ასეთია სკოლის დირექციის სურვილები. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

იხილეთ ბმული 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება