სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ლუკა რაზიკაშვილის რამდენი ფსევდონიმი იცით ვაჟა-ფშაველას გარდა? - საინტერესო ფაქტები მწერლის შესახებ
23-01-2025
-
+


იცით, ვინ იყო მგელა ხინკალჭამიაშვილი, ველაფშა, მწირია ან იქაური?! - ქართველ მწერლებს შორის ვერ მოძებნით მეორეს, რომელსაც იმდენი ფსევდონიმი აქვს გამოყენებული, რამდენიც ლუკა რაზიკაშვილს, თუმცა ფსევდონიმი, რომლითაც ყველა ვიცნობთ მწერალს, ვაჟა-ფშაველაა.  

სოლომონ ყუბანეიშვილის წიგნში - „ვაჟა–ფშაველა: დოკუმენტები და მასალები“  ვკითხულობთ, რომ ლუკა რაზიკაშვილს, არაერთი ფსევდონიმი ჰქონდა. მაგალითად, როდესაც მწერალმა თავისი კორესპონდენციებით სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა დაიწყო, ის თავის ნააზრევს „რაზიკოვს“ აწერდა. მისი პირველი კორესპონდენცია - „წერილი ხევსურეთიდამ“ („დროება“, 1879 წელი) ხელმოწერილია ასე: ლ. რაზ-ვი. მეორე კორესპონდენციას - „ფშავის ხევიდამ“ (იმავე წლის „დროება“) აწერია - ლ. რ-ზ. და ა. შ.

1881 წელს ვაჟა, გარდა ამისა, ფსევდონიმად თავისი გვარის ქართული დაბოლოების ინიციალებს - ლ. რ-ზ-კ-ლი იყენებდა. ასეთი ხელმოწერით ის ლექსებს „იმედში“ ბეჭდავდა, თუმცა მის პარალელურად, ზემოხსენებულ ფსევდონიმებსაც იყენებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1880 წელს ვაჟა-ფშაველა თავის ნაწერებს ზოგჯერ ნამდვილ გვარსაც აწერდა ხოლმე. 

საბოლოოდ, ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო. ფაქტის შესახებ, წიგნში - „ვაჟა–ფშაველა: დოკუმენტები და მასალები“ შემდეგი რამ წერია:

„ამ ფსევდონიმის დარქმევის შესახებ, მ. შამანაური თავის მოგონებაში სწერს: „პირადად ჩემთვის ვაჟას არ უთქვამს თუ საიდან ან როგორ დაირქო მან „ვაჟა-ფშაველა“, მაგრამ განსვენებულმა დიმიტრი ცისკარაშვილმა (თუში), რომელიც თელავის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად იყო დიდხანს, შემდეგი მიამბო: „პეტერბურგში, სადაც ვაჟა უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად იყო, ყველა სტუდენტის ცენტრალურ ფიგურას ვაჟა წარმოადგენდა, რადგან პოეტურ ნიჭთან, ამხანაგების შეთვისებასთან და სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ვაჟას მკლავიც უჭრიდა, ჩვენ მას ხშირად შექებით ვეუბნებოდით: „ვაჟი ხარ, ლუკავ, ვაჟი ხარ, ვაჟი,ფშაველო! (მთაში ვაჟს ყოჩაღს, გამბედავს, გულადს ეძახიან) და აი, აქედან აიღო მან თავისი ფსევდონიმი „ვაჟა-ფშაველა“. ამ ცნობის სინამდვილეს ადასტურებს ვაჟას ახლობელი მეგობარი ივ. ბუქურაულიც, რომელიც თვით ვაჟას შეკითხვია ცისკარაშვილის ცნობის შესახებ, იმასაც დასტური მიუცია: „ვაჟა-ფშაველა“ მიტომ (დიმიტრი ცისკარაშვილმა) დამარქვა და მეც ფსევდონიმად ვიხმარეო“.

აღსანიშნავია, რომ იმ ფართოდგავრცელებული ფსევდონიმის პარალელურად, რომლითაც დღეს ლუკა რაზიკაშვილს ვიცნობთ, ხანდახან ვაჟას კორესპონდენციები სხვა ფსევდონიმებითაც უწერია.

სხვადასხვა დროს, ვაჟა-ფშაველას შემდეგი ფსევდონიმები ჰქონდა:

1. ლ. რ.
2. ლ. რ ა ზ-ვ ი.
3. ლ. რ-ზ.
4. ლ. ზარათელი.
5. მგელა ხინკალჭამიაშვილი.
6. მწირია.
7. ჟულაკა გოგოჭური.
8. ფშაველა ვეფხვაიძე.
9. ლ, რ-ზ-კ-ლ ი.
10. ვაჟკაცი.
11. ვ-ა ფ-ლა.
12. იქაური.
13. ა-ლ ი.
14. ლ. კათაკმეველი (ვაჟა კათაკმეველით წერდა ერწოში მასწავლებლად ყოფნის დროს)
15. ველაფშა.
16. ჟავა.

როგორც სოლომონ ყუბანეიშვილი წერს, ეს სია არ შეიძლება ამომწურავი იყოს, დაბეჯითებით კი არც იმის თქმა შეიძლება ჯერ, რომ ყველა ეს ფსევდონი უდავოდ ლუკასი იყო. ამასთან, მისი პირველი 13 ფსევდონიმი ალექსანდრე აბაშელმა და თედო სახოკიამ გამოარკვიეს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

„სკოლიდან გამოვიდნენ და აღარავის უნახავს“ - თბილისში ორ მოსწავლეს ეძებენ - ჩართულია პოლიცია

პიროვნება
„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

სკოლები
გაკვეთილზე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები მსოფლიოში არსებულ არატრადიციულ სკოლებზე
 

საგანმანათლებლო ღონისძიებების სერია განმსჭვალული იყო ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით

ერთმანეთ ეჯიბრებოდნენ მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება