სიახლეები
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ჩინეთში ბავშვების სკოლაში გაშვება კურიერების დახმარებით დაიწყეს 
01-02-2025
-
+


ჩინეთში მშობლებმა შვილების სკოლაში წასაყვანად კურიერების დაქირავება დაიწყეს. 

როგორც გამოცემა South China Morning Post წერს, თავდაპირველად, სკოლაში ბავშვების გაშვების ამ ორიგინალური მეთოდის შესახებ ფართო საზოგადოებას  გუანგქსის  ავტონომიურ რეგიონში (სამხრეთ ჩინეთი) მცხოვრებმა ქალმა უამბო.

2024 წლის დეკემბრის დასაწყისში ის სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუყვა, რომ დილაობით, როდესაც ზედმეტად ცივა და საწოლიდან ადგომა ეზარება, საკურიერო მიწოდების სერვისს მიმართავს, იმისთვის, რომ შვიდის ნახევარზე მისი შვილი სკოლაში მიიყვანონ. 

მოგვიანებით, ჰენანის პროვინციაში მცხოვრებმა დედამაც აღიარა, რომ ღამის მორიგეობის გამო დილით გაღვიძება უჭირს, და არცთუ იშვიათად, შვილს სკოლაში კურიერის დახმარებით უშვებს. მისი თქმით, აღნიშნული მეთოდის უსაფრთხოებაზე დიდად არ ღელავს, რადგან სკოლა სახლთან ახლოსაა, კურიერები კი მიტანის სანდო სამსახურიდან საკუთარ სამუშაოს პასუხისმგებლობით უდგებიან და ყოველ ჯერზე უგზავნიან ვიდეომტკიცებულებას, რომ მოსწავლე წარმატებით მიიყვანეს სკოლაში.


საკუთარი გამოცდილება მშობლებს გაუზიარა კიდევ ერთმა დედამ, მისი თქმით, მან მეთოდს წვიმიანი ამინდის დროს მიმართა, როდესაც საავტომობილო მოძრაობა გართულებული იყო. შედეგად კი, ელექტროველოსიპედიანმა კურიერმა მარტივად მოახერხა საცობების გვერდის ავლა და მოსწავლე სკოლაში დროულად მიიყვანა. 

ამ შემთხვევების განხილვისას, სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიყო. ნაწილი მშობლების გამომგონებლობას აქებს და აღნიშნავს, რომ როგორც ამანათის მიწოდება, ისე ბავშვების გადაყვანა  - არსებითად ერთი და იგივეა, რადგან ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ობიექტი დანიშნულების ადგილზე სწრაფად და დაუზიანებლად მოხვდეს. 

სხვებმა კი აღნიშნეს, რომ კურიერები ყოველთვის ჩქარობენ, რის გამოც ხშირად სიჩქარეს აჭარბებენ ან წითელ შუქზე მოძრაობენ, ამიტომ პატარა მგზავრის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.  

ამასთან, მათ უჩნდებათ კანონზომიერი კითხვა: თუ ბავშვი დაშავდება ან დაიკარგება, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა - მშობლებს თუ კურიერს? 

დეკემბრის ბოლოს, ცხარე დისკუსიამ საკურიერო მომსახურების სამსახურები აიძულა ოფიციალური განცხადებები გაეკეთებინათ. ერთ-ერთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანების გადაყვანა მათი მომსახურების ჩამონათვალში არ შედის და კომპანიის პოლიტიკას არღვევს. ამიტომ ამ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კურიერებს სანქციები ემუქრებათ. სხვა კომპანიამ კი მშობლებს შეახსენა, რომ კურიერებზე მხოლოდ ერთი ჩაფხუტია გათვალისწინებული, ამიტომ მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მათ არ შეუძლიათ. 

იურისტ ჟაო ლიანშანის თქმით, მგზავრების გადასაყვანად სპეციალური ლიცენზიაა საჭირო, რომელიც ტვირთისა და საქონლის მიტანის სერვისს არ გააჩნია. ამიტომ, ასეთი პრაქტიკა უბრალოდ უკანონოა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება