მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 15 იანვარს დაიწყო და მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელთან დაკავშირებული საკითხიც გააქტიურდა. „აისახება თუ არა მეორე სემესტრში პირველი სემესტრის დასწრების მაჩვენებელი?“ - ამ კითხვით არაერთმა მშობელმა მოგვმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გთავაზობთ ოფიციალურ განმარტებას.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განცხადებით, თუ საგანი ორი სემესტრის განმავლობაში ისწავლება, ბუნებრივია, დასწრების მაჩვენებელიც სრული სასწავლო წლის შეჯამებით გამოითვლება, ხოლო თუ საგანი მხოლოდ ერთი სემესტრი ისწავლება, ასეთ დროს გამოცდის დანიშვნა-არდანიშვნა დასწრების პროცენტულობიდან გამომდინარეობს.
შეგახსენებთ: მოსწავლეები გაცდენის ექსტერნის გამოცდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აბარებენ, თუ მათი გაცდენები, საგანში 30 პროცენტი და მეტია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით