მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო I სემესტრის მიწურულს, სკოლაში გამართული საახალწლო ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო სამზადისში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული. მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანომ ნაძვის ხე მორთო. სკოლაში, ასევე ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომლითაც I სემესტრი შეჯამდა.
ღონისძიება სკოლის დირექტორმა - ვაგიფ მუსაევმა გახსნა. მან ახალი წელი მიულოცა სასკოლო საზოგადოებას. შემდეგ სცენაზე მოსწავლეები გავიდნენ. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
იაღუფლოს საჯარო სკოლის პედაგოგიურმა პერსონალმა და მოსწავლეებმა ამ დღეს, ყველას დიდი სიყვარულით მიულოცეს ახალი წელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.