მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულად ექცათ.
სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით საინტერესო საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
მეოთხეკლასელებმა (კლასის ხელძღვანელი ნინო ბოჭორიშვილი) სასკოლო საზოგადოებას ლამაზი საღამო შესთავაზეს სახელწოდებით - „საახალწლო ზღაპარი“. ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
III კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი შორენა ჩაფიძე) კი ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკაში გამართეს საინტერესო ღონისძიება სახელწოდებით - „შობის ღამე“. ბავშვებმა ისაუბრეს საახალწლო ტრადიციების შესახებ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
VI კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კობეშავიძე) კიი წარმოადგინეს საღამო - „ბუხართან მოყოლილი საახალწლო ზღაპრები“ და სკოლაში ზღაპრული სადღესასწაულო განწყობა დაატრიალეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაცისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მათ არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.