მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა, რომლებიც სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ, ამჯერად თეატრალურ ხელოვნებას მიმართეს. მათი ხელმძღვანელობით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლად ქცეული „მგზავრის წერილები“ დიდ სცენაზე ნახეს.
ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xl კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ. ისინი დაესწრენ სპექტაკლს - „მგზავრის წერილები“, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ.
აქტივობა განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - ციცინო (ნანა) ანთაძისა, თეონა მოდებაძის ხელმძღვანელობით.
Xl კლასელები სასკოლო პროგრამით თემატურად ახლა გადიან ამავე ნაწარმოებს და ილია ჭავჭავაძის შემოქმედებას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები კი ხელს უწყობს მასალის ათვისებას, გააზრებასა და დამახსოვრებას.
აღსანიშნავია, რომ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია ყოველთვის გამოირჩევა მსგავსი აქტივობების განხორციელებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.