სიახლეები
სიახლეები

რა ვალდებულებები აქვთ პედაგოგებს - იხილეთ ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებლებმა უნდა დაიცვან
24-01-2025
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსში გაწერილია ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომელიც პედაგოგმა უნდა დაიცვას. 

1. პროფესიული განათლების მასწავლებელი თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ კოდექსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) მიერ დადგენილი წესის/წესების შესაბამისად.

2. პროფესიული განათლების მასწავლებელი დაკისრებულ საქმიანობას ახორციელებს კეთილსინდისიერად, პატიოსნად, პროფესიონალურად.

3. პროფესიული განათლების მასწავლებელი პროფესიულ საქმიანობაში არის მიუკერძოებელი, ობიექტური, პატივს სცემს სხვათა უფლებებს და ზრუნავს მასწავლებლის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე.

4. პროფესიული განათლების მასწავლებელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს ნდობისა და პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას დაწესებულებაში; ზოგადსაკაცობრიო (პლურალიზმი, ტოლერანტობა, დემოკრატია), მულტიკულტურული მულტიეთნიკური, გენდერული თანასწორობის ღირებულებების დამკვიდრებას;

ბ) დაიცვას დაწესებულების მიერ დადგენილი შინაგანაწესი და უსაფრთხოების წესები;

გ) უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გამორიცხავს ძალადობასა და დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად;

დ) დაიცვას პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) პროფესიული საქმიანობისას (მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და გავრცელების პროცესში) დაიცვას სხვა პირთა ინტელექტუალური საკუთრება, მათ შორის გამოგონებები და საავტორო უფლებები;

ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მუდმივად გაეცნოს სფეროში მიმდინარე სიახლეებს;

ზ) ხელი შეუწყოს პროფესიული რეპუტაციის დაცვას და თავი შეიკავოს ისეთი ქცევისგან, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია;

თ) გაუფრთხილდეს დაწესებულების მატერიალურ და საგანმანათლებლო რესურსს და გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ (დაუშვებელია მატერიალური და სასწავლო რესურსის გამოყენება პირადი მიზნებისთვის). რესურსების გამოყენებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პრინციპები.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

22 აპრილი დედამიწის დღეა – თბილისის N133 საჯარო სკოლის მომავალი თაობა პლანეტის დაცვისთვის ერთიანდება

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მახაშის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებაც გაიმართა
 

ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივიცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია, საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებითვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება