მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შპს „ავიცენას“ საერთაშორისო საზოგადოებრივ კოლეჯს (ს/კ: 406250140) 2025 წლის 17 იანვარს ამოეწურა ავტორიზაციის ვადა. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2025 წლის 17 იანვრიდან, 5 წლის ვადით შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ ვადის განმავლობაში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.
აღსანიშნავია, რომ შპს „ავიცენას“- საერთაშორისო საზოგადოებრივმა კოლეჯმა, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რეავტორიზაციის განაცხადით მიმართა 2024 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო კანონმდებლობის მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად წარმოადგინა 6 დეკემბერს, დებულებით განსაზღვრული ვადის მნიშვნელოვანი დარღვევით.
აღნიშნულის შემდეგ, ცენტრმა უმოკლეს ვადაში დაგეგმა და წარმართა პროცესი (მაძიებლად ცნო დაწესებულება და განახორციელა ვიზიტი). მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში - მაძიებლად ცნობიდან არაუგვიანეს 180 დღისა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.