მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
მათ შორის იყოს შთამბეჭდავი და შემოქმედებითად დატვირთული საახალწლო ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა ღონისძიებაზე თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
მოსწავლეები განსაკუთრებით გაახარა და გაახალისა თოვლის ბაბუამ, რომელთანაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ეს დღე საინტერესო, ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სასკოლო საზოგადოებამ კი ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი წელი.
„გილოცავთ ყველას! მშობლებს, მოსწავლეებს, თანამშრომლებს ახალ 2025 წელს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, სიკეთესა და სიყვარულს, ხვავსა და ბარაქას!
მადლობა ყველას, ვინც მხარში გვედგა. ვიმედოვნებთ, რომ 2025 წელი უფრო მეტი სიახლისა და ოცნებების ასრულების წელი იქნება.
წარმატებებს გისურვებთ ყველას! მადლობა ჩვენს თოვლის ბაბუს ბავშვების გახარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.