მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლის კედლებში ნიჭიერი, პროგრესული, მოტივირებული და წინსვლაზე ორიენტირებული მოსწავლეები იზრდებიან, რომლებიც პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ სართაშორისო ასპარესზეც წარმატებას აღწევენ.
10 დეკემბერს, ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიადა FEMO -მათემატიკაში, სადაც მონაწილეობდა 18ქვეყნის, 32ქალაქის, 4500-ზე მეტი მონაწილე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან. საკმაოდ რთულ ოლიმპიადაში დიდებს ტოლი არ დაუდეს ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მე-4 და მე-2გ კლასის მოსწავლეებმა: დაჩი ჭამიაშვილმა, ნიკოლოზ თოდუამ, ანასტასია ლაბატყავამ, ტაისია ლომთაძემ, სარა აბდულატიფმა.(დამრიგებელი: სოფო თედოშვილი) და ომარ აბდულლატიფმა (დამრიგებელი: ვერა კვიცარიძე).
დაჩიმ და ტაისიამ მე-3 ადგილი დაიმსახურეს, სარამ მე-2 ადგილი, ნიკოლოზი და ანასტასია დაჯილდოვდნენ დიპლომებით, ხოლო ომარმა პირველი ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები მიწვეულები არიან ფინალზე, რომელიც გაიმართება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ივნისში.
„ვულოცავთ სკოლას, ბავშვებს, მასწავლებლებს და მშობლებლებს. ეს არის ოჯახი სადაც თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებელს მიზნად აქვს აღმოაჩინოს, გამოაჩინოს და გზა გაუხსნას სწრაფადცვალებად ქვეყანაში მომავალ თაობებს. მადლობა დირექტორს ქ-ნ, სალომე სარალიძეს, თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის, მადლობა საამაყო N1 საჯარო სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.