მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. შესაბამისად სკოლაში დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით აღინიშნება ეროვნული დღესასწაულები.
რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე.
ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - თინა ასათიანმა, მე-8 კლასში, ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა.
მოსწავლეებმა ამ დღის ისტორია შეისწავლეს და გაიგეს, რომ პირველად, 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე.
მათ აღნიშნეს, რომ ქართული დროშა, მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მონაცემებით, სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მოსწავლეებმა ნინი დარჩიძემ, ანა სურმანიძემ და ნინი საგინაძემ, მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია გააცნეს მოსწავლეებს და ისაუბრეს საქართველოს დროშების ისტორიაზე, ბუბა შაინიძემ წარმოადგინა მისივე შესრულებული საქართველოს დროშის ნახატები, მათე ფუტკარაძემ საინტერესოდ ისაუბრა ხუთჯვრიან დროშაზე მოცემულ გამოსახულებაზე და აღნიშნა, რომ ვერცხლის (თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი - სიმამაცეს, ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
მე-12 კლასის მოსწავლე თიკო აბაშიძემ ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი მედეა ობოლაძე, რომელმაც მიულოცა მოწაფეებს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, მადლობა გადაუხადა მასწავლებელსა და ასევე, მოსწავლეებს გაკვეთილში აქტიური ჩართულობისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.