მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
მათ შორის, მე-6ა კლასში კლასის საათზე საინტერესო ღონისძიება - „ვინ უკეთ იცნობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიას“ ჩატარდა. მისი ინიციატორები კლასის ხელმძღვანელი - ოლგა ლეკიშვილი-სლინკო და „ჩემი სამშობლოს" მასწავლებელი - როზა ნარიმანიძე იყვნენ.
ღონისძიებისთვის მომზადებული კითხვები სამცხე-ჯავახეთის ისტორიასა და სამზარეულოს ეხებოდა. მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებდა კითხვებს, ბავშვები კი, ინდივიდუალურად ფურცლებზე წერდნენ პასუხებს.
ორმა მოსწავლემ - ანასტასია ფოცხვერაშვილმა და ქრისტინე სახელაშვილმა ოციდან ცხრამეტი ქულა აიღეს. პირველი ადგილი კი გვანცა ბერიძემ დაიკავა, რომელმაც ოციდან ოცივე კითხვას სწორად უპასუხა. გამარჯვებულ მოსწავლეებს პრიზები გადაეცათ.
„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბავშვები დაინტერესებული არიან თავიანთი კუთხის ისტორიით. მოტივირებული, ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები, ეცდებიან მომავალში უკეთესი შედეგები მოიპოვონ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.