მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში დიდი შემართებით მონაწილეობენ და წარმატებაც სახეზეა.
სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალური ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან.
22 იანვარს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა ინტელექტუალური ჩემპიონატი ეკოლოგიასა და სატყეო განათლებაზე, გურიის მხარის სკოლების მოსწავლეებისათვის, სადაც დაბა ლაითურის საჯარო სკოლის გუნდმა -„მზის შვილები“, 22 გუნდს შორის წარმატებით იასპარეზა,15 ქულიდან 12 დააგროვა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
გუნდში ირიცხებიან გაიცანით საუკეთესო შვიდეული: გუნდის კაპიტანი-გიორგი დუმბაძე, ალექსანდრე დოლიძე, ლუკა მიქელაძე, დავით სურმანიძე, ზაურიკო თოლორდავა, გურანდა ართმელაძე და ნინი ჯაფარიძე.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ბავშვებს შემდეგ ეტაპზეც გამარჯვებას უსურვებენ.
„არის, ნახევარფინალში ვართ! ყოჩაღ ბავშვებო, არ მოდუნდეთ, წინ რთული „ბრძოლა“ გელით!“- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.