მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ იქ წარმატებული პირველი სემესტრი საზეიმოდ დასრულდა. გაიმართა ლამაზი საახალწლო ღონისძიებაც, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ. მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში პირველი სემესტრი შეაჯამეს და ყველას წარმატება უსურვეს.
„2024 სკოლისთვის საკმაოდ დატვირთული იყო, სავსე იყო სხვადასხვა ღონისძიებითა და პროგრამებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა თავდადებული მასწავლებლებისა და შრომისმოყვარე მოსწავლეების გარეშე. ყოველი ახალი წელი ახალი დასაწყისია, ჩვენ გვინდა, რომ ეს დასაწყისი ყველა ჩვენგანისთვის წარმატებული და პერსპექტიული იყოს.
დაე, იყოს მშვიდობის, სიყვარულისა და ჯანმრთელობის წელი და ვიყოთ ჯანმრთელები არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სულითა და გონებით, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას“,- აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.