სიახლეები
სკოლები

„გაკვეთილის დაწყებამდე, ვცდილობ, გავუღიმო კლასში შემოსულ თითოეულ მოსწავლეს“ - თბილისის N39 და N142  სკოლების პედაგოგი ელენე წაქაძე
24-01-2025
-
+


ელენე წაქაძე დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგია, რომელიც თბილისის N39 და N142  საჯარო სკოლებში ასწავლის და რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაკვეთილის პოზიტიურად დაწყება, მოსწავლეებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა და მათ განწყობაზე ზრუნვა, რომ დადებითად დამუხტულებმა ერთად იშრომონ ყველაზე ღირებულისთვის - განათლებისთვის. 

გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ელენე წაქაძესთან: 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოს, სადაც მოსწავლე გრძნობს სიყვარულს, ხვდება რომ მას აფასებენ. ყოველთვის ვცდილობ, გავუღიმო გაკვეთილის დაწყებამდე კლასში შემოსულ თითოეულ მოსწავლეს, არასდროს არ ვპასუხობ მოსწავლის ცუდ ქცევას აგრესიულად, რათ მან ეს ნორმად არ მიიჩნიოს, თუ მოსწავლე ყურს არ მიგდებს არასდროს არ ვაიგნორებ, მივდივარ მშვიდად და ვეუბნები პატივი სცეს მეგობარს და ნუ მოაცდენს მას, არასდროს არ გამომიყენებია სარკაზმი, ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებთან ურთიერთობაში გამოვიყენო იუმორი, ასევე საგაკვეთილო პროცესში ყოველთვის ვცდილობ, გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები. 

-  მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთანამშრომლობა და სიყვარული, აუცილებლად უნდა გენდობოდეს მოსწავლე და ამასვე უნდა გრძნობდეს თვითონ მასწავლებლისგან, როდესაც ბავშვი მეტყვის, რომ დავალება დარჩა, არასდროს არ ვუყურებ ეჭვის თვალით, ვცდილობ ვუთანაგრძნო და შევახსენო, რომ ხვალ აღარ დარჩეს. ნდობა არის ურთიერპატივისცემის და სიყვარულის საფუძველი.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

-დაწყებით კლასში მიღებულ ცოდნა არის სწავლის საძირკველი, რომელზედაც უნდა დაშენდეს მათი წარმატება და მომავალი, როდესაც ვხედავ, თუ როგორ მიილტვიან წარმატებისკენ და მათ წარმატებაში ჩემი წვლილიც არის ამაყი და ბედნიერი ვარ, ჩემგან წასული მოსწავლეებთან შეხვედრა ყოველთვის მაბედნიერებს და გულს მითბობს, მე ღრმად მჯერა მათი წარმატების და კარგი ადამიანობის!

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურობას, მიმღებლობას, მხარდაჭერას და გულშემატკივრობას საერთო სასკოლო საქმისთვის, ყველა რგოლის ჩართულობას, წარმატებულ მოსწავლეს და მადლიერ მშობელს, საერთო მიზნებისკენ ერთად სვლას, სადაც ყველა მათგანს კარგად აქვს გააზრებული საკუთარი ადგილი და მნიშვნელობა ერთად ზრუნავენ სკოლის წარმატებაზე.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა 18 წელს ითვლის, უპირველესად პროფესიისადმი სიყვარული და მოსწავლეებთან შეხვედრის მოლოდინი, როდესაც იცი რომ ყოველ დილით სკოლის ეზოში შესულს ჩემი პატარა პირველკლასელები სიყვარულით და კეთილი თვალებით მელოდებიან, ამაზე მეტი მოტივაცია და ბედნიერება არ არსებობს მასწავლებლისათვის, ძალიან მაბედნიერებს მათთან ურთიერთობა.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- „დათა თუთაშხია“, რადგან „დათა თუთაშხია“, არის წიგნი, რომლის ყოველი წაკითხვის შემდეგ, სიახლეებს პოულობ, ცხოვრებისეული სიღრმისა და მხატვრული ღირებულებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური თვალსაზრისით, რომლის გათვალისწინება, ვფიქრობ, სწორ გზაზე დააყენებს ჩვენს მომავალ თაობას.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ღონისძიებები ძალიან მიყვარდა და მიყვარს დღესაც, განსაკუთრებით სასკოლო ექსკურსიები და კლასგარეშე აქტივობები, როგორც მოგეხსენებათ, სიყვარულს ბადებს ურთიერთობა. კლასგარეშე აქტივობების დროს მეტად გაქვს საშუალება ერთმანეთის სურვილებზე და მიზნებზე ისაუბრო. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება