მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.
მათ შორის იყო I სემესტრის ბოლოს გამართული საახალწლო ღონისძიება -„ნაძვნარა ტყის ზღაპარი“.
ღონისძიება სკოლაში I, II, III, IV და V კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა.
ბავშვებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, გულწრფელობითა და სრული პასუხისმგებლობით განასახიერეს ზღაპრის პერსონაჟები.
„მოსწავლეებმა მოგვილოცეს ახალი, 2025 წელი და ლამაზად, სასიამოვნო ემოციებით გააცილეს 2024 წელი“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ VI და VII კლასების მოსწავლეები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კუთხეების საახალწლო სუფრის ტრადიციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააცნეს.
რგანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელებს: ირინა ვეშაპიძეს, მაია ხვედელიძეს და ყველა პედაგოგს ვისაც ცოტაოდენი წვლილი მიუძღვის ამ დღის გალამაზებაში.
„დაე, ყოფილიყოს ისეთი ახალი, 2025 წელი როგორიც ჩვენმა ანგელოზმა ბავშვებმა ინატრეს და გვისურვეს. გილოცავთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.