მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოციალურ ქსელში მოქალაქე მაგდა ნემსაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც საბავშვო ბაღშია გადაღებული და ისმის როგორ უყვირის ბაღის აღმზრდელი მის 2 წლის ატირებულ ბავშვს. მოგვიანებით ვიდეო თავადვე წაშალა და
„შემთხვევა მოხდა N60 ბაღში
ამ მასწავლებლებს სააგენტო არ ათავისუფლებს, რადგან თამარ სოიტაშვილს (აღმზრდელი) ჰყავს გამგეობაში „პატრონი“!
ხალხნო სად ვცხოვრობთ?! 2 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტები გვაქვს და მასწავლებელს არ უშვებენ, რადგან ვიღაც მფარველობს... საქმეზე დაიწყო გამოძიება, იურისტების რჩევით გამოძიების პროცესში რომ
ვიდეო სოცაილურ ქსელში მაინც გავრცელდა, სანახავად გადადით ბმულზე
როგორც ერთ-ერთ გამომცემლობასთან საუბრისას მაგდა ნემსაძემ განაცხადა: „ფიზიკური შეურაცხყოფაც იყო, უბრალოდ მე არ მაქვს ვიდეოები, რადგან გადამალეს. თუმცა, იმ ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ მე და სხვა მშობლებმა, რომლებიც მოწმედ დამიდგებიან და იტყვიან როგორი ძალადობა იყო - ბავშვი ათრიეს, წაიქცა და ხელით გამოათრიეს".
აღნიშნულთან დაკავშირებით etaloni.ge თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართა სადაც განგვიცხადეს, რომ აღსაზრდელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ გამოვლენილა.
"აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა გასული წლის ნოემბერში N60 საბავშვო ბაღში, რასთან დაკავშირებითაც ბაღების მართვის სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მოკვლევის ფარგლებში, შესწავლილ იქნა ვიდეომასალები, სადაც აღსაზრდელზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ გამოვლინდა. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის შემთხვევას, აღმზრდელის და აღმზრდელის თანაშემწის მიმართ მიღებული იქნა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. სამართლებრივი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდა აღსაზრდელის მშობელსაც",- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი