სიახლეები
სიახლეები

ჩოხატაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ტრადიციული საშობაო კონცერტი ჩატარდა
27-01-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თაოსნობით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის, 7 და 8 იანვარს, ხელოვნების სასახლეში, კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიური, ტრადიციული საშობაო კონცერტი ჩატარდა.

ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან არსებული საბავშვო სტუდია „მომავლის ბავშვები“ მონაწილეობდნენ. მათ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს და შობა-ახალი წელი მრავალფეროვანი ნომრებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.

„მადლობას ვუხდით სტუდიის ხელმძღვანელს, ნანა ჩხიკვაძეს პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომისთვის. გულწრფელი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, რომლებმაც ემოციებითა და ენთუზიაზმით თითოეული ნომერი დაუვიწყარი გახადეს.

ასევე, მადლობა ჩვენს დიზაინერს. გმირების ფორმირებაზე იზრუნა სამკერვალო სახლმა „დიადემა”. თქვენი შრომა და შემოქმედებითი ხედვა დასაფასებელია. მადლობა იამზე ვაჩეიშვილს, მის მიერ დაფიქსირებული ფოტოები ყოველთვის განსაკუთრებული და ჯადოსნურია“,- ამბობენ კულტურის ცენტრში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა

22 აპრილი დედამიწის დღეა – თბილისის N133 საჯარო სკოლის მომავალი თაობა პლანეტის დაცვისთვის ერთიანდება

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წიგნის მსოფლიო დღეს საყვარელი ნაწარმოებები გააცნეს ერთმანეთს

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მახაშის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებაც გაიმართა
 

ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივიცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია, საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებითვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება