მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9-14 იანვარს ამავე სკოლის მასწავლებელი, რუსუდან ნუცუბიძე ინდოეთში, მსოფლიოს საგანმანათლებლო ლიდერთა სამიტზე იმყოფებოდა. ის AKS Education Awards, AKS Worldwide Pvt Ltd, გლობალური განათლების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტი ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო პედაგოგებს. მისი მთავარი მიზანია განათლების ინოვაციური მიდგომების დანერგვა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამაღლება.
წელს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში ჯამში 65 ქვეყნიდან 1486 განათლების სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობდა და გაიმარჯვა მხოლოდ 10 ქვეყნის 50-მა მასწავლებელმა.
რუსუდან ნუცუბიძე, როგორც ამ ვიზიტის ფარგლებში EdTrips მიერ ორგანიზებული საგანამათლებლო ტურის აქტიური მონაწილე, სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო ლიდერებთან ერთად, სტუმრობდა სკოლებს: Meerut City Public School და Holy public scool .
„საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარება, პანელური დისკუსიებში ჩართულობა, ახალი კონტაქტები, კონფერენცია და ბევრი სხვა აქტივობა პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი სკოლის პედაგოგისთვის, რომელსაც სამომავლოდ სკოლის აღიარებისა და უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნისთვის დანერგავს. კვლავაც წარმატებები ქალბატონ რუსუდანს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.