TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ლუხვანოს საჯარო სკოლის პროექტი, რომელიც უძველესი ლეჩხუმური ტრადიციების აღორძინებას ემსახურება, საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
27-01-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის მიერ გამოცხადებული სოფლის საჯარო სკოლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი ლუხვანოს საჯარო სკოლის პროექტია. 

მაღალმთიანი სოფლის საჯარო სკოლის პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა შეისწავლონ სოფლის ისტორია და უძველესი ადათ - წესები, მასწავლებელთან ერთად ააღორძინონ უძველესი ტრადიციები და ეთნო კუთხის მოწყობით შექმნან ტურისტებისათვის საინტერესო ლეჩხუმური გარემო. ამისთვის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ვადების დაცვით დაითესება უძველესი ქართული ჯიშის ხორბალი: „მახა“ და „ზანდური“. 

პროექტის ავტორი პედაგოგი ბელა საღინაძე გახლავთ, რომელსაც ახარებს წარმატება, კონკურსის ორგანოზატორებს კი მადლობას უხდის. 

„წლის საუკეთესო დასარული! ასე, გამარჯვებაც მოვიდა,- სამ გამარჯვებულ სკოლას შორის, ჩემი პროექტიცაა, ჩემი პატარა, მშობლიური და დიდი ტრადიციების მქონე ლუხვანოს საჯარო სკოლის, როგორ გავიხარე!.. როცა შენი საქმე გიყვარს და ასეთი შედეგი მოჰყვება - აი, ესაა ბედნიერება! და კიდევ, მე არასოდეს, არასოდეს ვკარგავ მადლიერების გრძნობას. დიდი მადლობა, თამაზ ბექაიას ფონდს, ჟიურის თითოეულ წევრს, გოგა ჩანადირს ამ შესაძლებლობისათვის და იმის სწორად დანახვისთვის, რაც პროექტში იყო წარმოდგენილი. დანარჩენი წინაა, ამ პროექტში გამარჯვება ,მჯერა, ბევრი ახალი და კარგი ამბების სათავე იქნება!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

აღანიშნავია, რომ გამარჯვებულ სკოლას, ფონდისგან გადაეცემა რვა ათასი ლარი, რომელსაც პროექტში წარმოდგენილი ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება