მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
წინასაახალწლო პერიოდში, ხამისქურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ განახორციელა პროექტი - „საახალწლო ტრადიციები საქართველოში“.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ აღნიშნავდნენ სხვადასხვა კუთხეში ახალ წელს და შთამბეჭდავი პრეზენტაციებიც მოამზადეს.
მათ ისაუბრეს და საინტერესოდ წარმოაჩინეს ყველა კუთხის მივიწყებული წეს-ჩვეულებები, კულტურა. წაიკითხეს ლექსები. თემატიკა იყო მრავალფეროვანი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ღონისძიება ხელს უწყობს კულტურული და ეროვნული ტრადიციების პოპულარიზაციას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული იდენტობის გაძლიერებაში.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები თამარ პერტია და თეა პერტია.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.