მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, აქტიურად ერთვებიან საინტერესო და შემეცნებით ინიციატივებში.
2024 წლის სამოქალაქო კამპანიის - „ეს ქვეყანა შენიას“ ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებული გუნდშიც, სწორედ ტყიბულის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები - ბარბარე გვენეტაძე და სალი ცერცვაძე ირიცხებიან.
მათ, გუნდის სხვა წევრებთან და გუნდის ლიდერთან, კურატორ მასწავლებელ ნათია არაბიძესთან ერთად მოამზადეს შთამბეჭდავი ვიდეორგოლი ვეტერან მეშახტესთან დაკავშირებით, რომელმაც ორგანიზატორების დიდი აღიარება და მოწონება დაიმსახურა.
გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს საჩუქრად გადაეცა ნოუთბუქი და სამახსოვრო სიგელები.
კონკურსი ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
ტყიბულის N2 საჯარო სკოლა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს და მის ლიდერს ამ დიდ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.