მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი, რომლის წევრებიც ჩვენი ქვეყნის წარსულს სწავლობენ და იკვლევენ.
ახლახან, წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრებმა ქალაქ დუშეთში პატივი მიაგეს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლის, ახალგაზრდა ჟურნალისტის - ნაზი შამანაურის ხსოვნას.
გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ ნაზის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და საფლავი აკურთხა.
საქართველოს ისტორიის პედაგოგმა, იოსებ აფაქიძემ მოსწავლეებს მოუთხრო ნაზი შამანაურის ხანმოკლე ცხოვრების, დევნისა და რეპრესიების შესახებ და მოსწავლეებს ურჩია წაიკითხონ ნაზი შამანაურის წერილების მიხედვით გამოცემული წიგნი - „ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“, რომელიც მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მალულად დაწერა და საავადმყოფოს ერთ ერთი კეთილშობილი თანამშრომლის მეშვეობით გამოუგზავნა ქართველ დისიდენტებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.