მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ, მიმართავენ საინტერესო აქტივობებს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა - ინგა უგრეხელიძემ- მე-3 კლასში ჩაატარა შიდა დაკვირვების გაკვეთილი თემაზე - „ჩაის წვეულება“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ ინგლისური ჩაის ისტორია, გაემდიდრებინათ ლექსიკური მარაგი და გაეუმჯობესებინათ სასაუბრო უნარ-ჩვევები, ასევე, გაეღრმავებინათ კულტურათაშორისი ცოდნა.
გაკვეთილი მრავალფეროვანი შემეცნებით-შემოქმედებითი აქტივობით იყო მდიდარი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისური ჩაის ისტორიის შესახებ, შექმნეს ასოციაციური რუკა, მოუსმინეს ხმოვან ტექსტს ინგლისურ ენაზე და უპასუხეს სახალისო შეკითხვებს, დადგეს მინი-სპექტაკლი, ბოლოს კი თავად მოამზადეს გემრიელი და არომატული ჩაი და გაუმასპინძლდნენ სტუმრებს.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თავჯდომარე და წევრები.
ძალიან საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი ღია გაკვეთილი გამოვიდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.