მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის? “. თამაში, რომელიც აერთიანებს ზოგადი ცოდნის, ლოგიკისა და დედუქციური მსჯელობის ელემენტებს. ამ აქტივობაში აქტიურად ჩაერთნენ X-XI-XII კლასების მოსწავლეები.
თამაში წარმართა ზაალ ხონელიძემ (ქუთაისის ინტელექტუალური გუნდის მოაზროვნე).
მოსწავლეებმა უპასუხეს სტუმრების დასმულ შეკითხვებს. საინტერესო იყო ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის კითხვა, ასევე, ქუთაისის ხონელიძის კლინიკის მეან–გინეკოლოგი, სამეანო ექოსკოპისტ ლერი მოსელიანის ვიდეოშეკითხვები.
მოსწავლეებმა იმსჯელეს სკოლის დირექტორის- რუსუდან კარკაძის და სასწავლო–აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის - ჯულიეტა საღარეიშვილის შეკითხვებზე.
თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. გამოვლინდა გამარჯვებულიც.
გამარჯვებულ, საუკეთესო მოაზროვნე გუნდს - „აისბერგი“ (ხელმძღვანელი ნანა ბარდაველიძე; მიხეილ გოგსაძე – გუნდის კაპიტანი, წევრები: მარიამ ესებუა, ანი ტყაბლაძე, ნიკოლოზ ჭუმბურიძე, ლიზი ჩირგაძე, თეონა მეგენეიშვილი) გადაეცა სპეციალური პრიზი, თამაშის ყველა მონაწილეს კი–სიგელები.
სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის.
„სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ქალბატონ მაია ცქიტიშვილს, ბატონებს ზაალ ხონელიძესა და ლერი მოსელიანს თანამშრომლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა