მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.
მათ შორისაა მარიამ მიროტაძე, რომელიც ახლახან ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი დღეს უკვე აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტია.
სკოლაში ახარებთ მისი წარმატება და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„მარიამი ყოველთვის წარმატებული, აქტიური და თბილი ბავშვი იყო. დილით დავინახავდი თუ არა, მავიწყდებოდა ყველაფერი უარყოფითი, მზესავით შემოგვანათებდა დახატულ თვალებს და მასთან ერთად იწყებოდა ახალი საოცარი დღე. დღეს, კი უკვე ლამაზი და წარმატებული სტუდენტია დიდი სურვილი მაქვს არ გამოლეოდეს საქართველოს ასეთი ნიჭიერი და ხალასი ახალგაზრდები“,- აღნიშნავს მარიამ მიროტაძის ხელოვნების პედაგოგი მაია ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.