სიახლეები
სიახლეები

რა ინფორმაცია ინახება მოსწავლისა და მშობლის შესახებ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში
31-01-2025
-
+


ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესი და პირობები  განსაზღვრავს სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების, სისტემაში ინფორმაციის დამუშავების (სისტემაში ინფორმაციის შეტანა, შენახვა, შეცვლა, გამოყენება ან/და გაცემა) წესებს და პირობებს, ასევე პასუხისმგებლობებს სისტემაში ინფორმაციის დამუშავებაზე.

სისტემა წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ ინფორმაციას და რომელშიც ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.

გაეცანით, რა მონაცემები გროვდება სისიტემაში მოსწავლისა და მშობლის, ან მისი კანონიერი წარმოადგენლის/მეურვის შესახებ;

სისტემა მოსწავლის შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს/დოკუმენტაციას:

ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა;

ბ) მისამართი (იურიდიული/ფაქტობრივი);

გ) ჩარიცხვის უფლების მქონე პირის რეგისტრაციის თარიღი;

ე)  მოსწავლის  ჩარიცხვის,  სტატუსის  შეჩერების/შეწყვეტის ესახებ  ინფორმაცია,  აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) სექტორი, კლასი, პარალელური კლასი და განაყოფი, რომელშიც ჩაირიცხა/სწავლობს მოსწავლე;

ზ) კლასის დაძლევის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) მოსწავლის მიერ პროგრამის დასრულების შემდეგ დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი)  მოსწავლის  მშობლების/კანონიერი  წარმომადგენლის/მეურვის  სახელი,  გვარი,  პირადი  ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, ტელეფონის ნომერი;

 კ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (შესაბამისი დარღვევის ტიპის მითითები

თ) სტატუსი, აღნიშნულის დამადასტურებელი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა;

ლ) სოციალურად დაუცველი პირის სტატუსი;

მ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის სტატუსი;

ნ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსი – ბრალდებული/მსჯავრდებული მოსწავლის არსებობის შემთხვევაში; ო) მოსწავლის ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის და თავშესაფრის მაძიებლის სტატსი;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

სისტემაში დაწესებულებების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია აისახება შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ საკითხის მომწესრიგებელი

სპეციალური  სამართლებრივი  აქტით  გათვალისწინებულია  კონკრეტული  ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები). 3. პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არ მქონე პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აქვს მინიჭებული პირადი ნომერი, სისტემა პირის იდენტიფიცირებისათვის ავტომატურად ანიჭებს უნიკალურ კოდს, რომელიც შედგება 11 სიმბოლოსგან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება