მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩინელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ მოკლე ვიდეოების სისტემატური ყურება თავის ტვინის მუშაობაზე ნეგატიურად აისახება. კვლევა ჟურნალ NeuroImage-ში გამოქვეყნდა.
კვლევისთვის 17-დან 30 წლამდე ასაკის 111 სტუდენტი შეირჩა. არცერთ მონაწილეს ანამნეზში არ ჰქონდა ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული აშლილობა. ორი თვე, 95 წუთის განმავლობაში სტუდენტებს აჩვენებდნენ მოკლე ვიდეოებს სოციალური ქსელებიდან. ამის შემდეგ კი მეცნიერებმა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით გამოიკვლიეს, როგორ აისახა კვლევის პროცესი მათ ჯანმრთელობაზე.
კვლევის ბევრ მონაწილეს აღმოაჩნდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. სტუდენტების 30%-ს გაუუარესდა ძილი, 50% კი უძილობამ შეაწუხა. კვლევის მონაწილეებს ასევე დაუქვეითდათ კონცენტრაცია: მათ მხოლოდ 47 წამის განმავლობაში შეძლეს კონცენტრირება, მოსალოდნელი 2,5 წუთის ნაცვლად.
ექსპერიმენტის გამო, სტუდენტებს თავის ტვინის ორბიტოფრონტალურ ქერქში 2,3%-ით შეუმცირდათ რუხი ნივთიერების მოცულობა. როგორც მეცნიერები განმარტავენ, თავის ტვინის ეს ნაწილი გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი.
კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოკლე ვიდეოების რეგულარულად ყურება იწვევს დამოკიდებულებას და მსგავსი კონტენტის შემცვლელი პლატფორმების უკონტროლო გამოყენებამდე მივყავართ.
ასევე დაგაინტერესებთ - ჩინეთში მათემატიკის გაგება-გააზრების სირთულეებს სპეციალურ კლინიკაში აღმოფხვრიან
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...
„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს
გაკვეთილი მოიცავდა პრაქტიკულ სწავლებას
მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს 36 წლის წინ განვითარებულ მოვლენებზე, ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობაზე
აქტივობის ფარგლებში, პედაგოგის - ასმირა ჯანოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები პოეტებისა და მწერლების შემოქმედებიდან