მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როდისაა შესაძლებელი მოსწავლეებისთვის სკოლის შეცვლა, ცხადდება თუ არა კონკრეტული ვადა მობილობისთვის და რა შეზღუდვები არსებობს? - აღნიშნული კითხვებით ხშირად მოგვმართავენ, როგორც მშობლები ისე მოსწავლეები, ამიტომ კიდევ ერთხელ გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც გამოგადგებათ.
მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
დანარჩენ შემთხვევაში მოსწავლეს ნებისმიერ დროს შეუძლია სკოლის შეცვლა.
ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, იმ პერიოდშიც მისცეს მოსწავლეს მობილობის უფლება, როცა ეს კანონით დაუშვებელია.
ამასთან, გასათვალისიწინებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე , დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
აქტივობა ქიმიის პედაგოგის - არევატ თანგამიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა