სიახლეები
სიახლეები

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
01-02-2025
-
+


2 თებერვალს თბილისში, ხოლო 9 თებერვალს ბათუმში izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს ჩაატარებს და ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები, ასევე  სხვადასხვა საჩუქრები გადაეცემათ.

უკვე ტრადიციადქცეული ღონისძიება გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე.

მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.

თებერვლის ღონისძიებებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ცოდნის დღესასწაული, რომელიც izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის მოეწყობა.

წარმატებული იზრუნელები დიპლომებით დაჯილდოვდებიან, მათ კი, ვინც 2024 წელს ყველა ტესტი შეასრულა, „ეტალონის ბიბლიოთეკა“ სპეციალური წიგნით დაასაჩუქრებს „სტუდენტური პროექტის“ კითვების კრებულით, ეს საჩუქარი გადაეცემათ ასევე Izrune.ge-ს სპეციალურ აქციაში ჩართულ მოსწავლეებსაც.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება