მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
25 იანვარს რიყის პარკის მიმდებარედ მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ, რომელსაც მე-10 კლასელი იოსებ ადეიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, მთელი საქართველო შეძრა. ცნობისმოყვარე ბავშვებს, რომლებიც ინტერესის დასაკმაყოფილებლად, ე.წ რიყის დოქებში შედიან, მეგობრის გადარჩენისთვის ნახევარსაათიანი, უშედეგო ბრძოლა უწევთ... Etaloni.ge-სთან მომხდართან დაკავშირებით, 132-ე საჯარო სკოლის დირექტირი თამარ მაჭარაშვილი საუბრობს, რომელიც დაღუპულ, 16 წლის მოზარდს პირველი კლასიდან ასწავლიდა - ის, როგორც რიგითი მოქალაქე აპროტესტებს ძველი თბილისის „სიმახინჯეებს“, უფუნქციო და რაც, მთავარია საფრთხის შემცველ შენობებს და ბავშვების მონაყოლის შემდეგ კი, გულგრილ ადამიანებზეც საუბრობს.
„ბავშვი რუსული სექტორზე სწავლობდა, მე-10 კლასელი, 16 წლის, გადასარევი, წყნარი, მშვიდი და ზრდილობიანი იყო... პირველ კლასში ვასწავლიდი ქართულს, როგორც მეორე ენას. დადიოდა მუსიკაზე, ფორტეპიანოზე, ძალიან კარგად უკრავდა, ემზადებოდა კონცერტისთვის და შაბათსაც ზუსტად მუსიკის მასწავლებლისგან გამოვიდა, როცა თავის მეზობლებს, მე-8 კლასელ ბავშვებს დაურეკა, მათ რიყეზე, პარკში მიაკითხა, მერე რა ტრაგედიაც დატრიალდა, მთელმა ქვეყანამ იცის.
რაც შეეხება უბედურ შემთხვევას, ის მოხდა საშინელი კონსტრუქციის ნაგებობაში ზოგი, რომ დოქებს ეძახის, ზოგი - ძაბრს, მე არ ვიცი, რა ჰქვია, თუმცა, როგორც ერთი მოქალაქე ამ რაღაცას ვერ ვუწოდებს შენობას, ვაპროტესტებდი ყოველთვის ამ ძველი თბილისის სიმახინჯეებს, რომლებმაც ვერანაირად ვერ გაამართლა და ჯერ კიდევ ვერ ვარკვევთ რა დანიშნულება ჰქონდათ, ამ შენობის ქვეშ რაღაც ჩასაძრომი ყოფილა, ბავშვები ხომ იცით რა ცნობისმოყვარეები არიან, ვინ იცის რატომ შეძვრნენ, მაგრამ შევიდნენ ამ მიტოვებულ ადგილზე, სადაც წყლით სავსე ჩასავარდნი ღრმული ყოფილა და იქ ჩავარდა ბავშვი... ბავშვების ამბავი ხომ იცით? ნახეს რაღაც ღია სივრცე, დააინტერესათ, შეძვრნენ. ჩემს ბავშვობას რომ ვიხსენებ, იმდენჯერ გავპარულვარ სახლიდან, ამიყოლიებია ბავშვები და ისეთ ადგილებში გვივლია, ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ჩემს შვილს რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება მოვმკვდარიყავი შიშით“, - ამბობს დირექტორი.
როგორც თავად გვიყვება, მოსწავლეების მონათხრობიდან გამომდინარე, შეშინებული მე-8 კლასელები ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მეგობრის გადარჩენას, პარკში მოსეირნეთაგან კი მათთვის დახმარების ხელი არავის გაუწვდია, ნახევარი საათის განმავლობაში ეს პატარა ბავშვები ებღაუჭებოდნენ, უფრო ღრმად რომ არ ჩავარდნილიყო: „იოსებს დუტის კურტკა ეცვა, როგორც დედამისმა მითხრა და ისიც რომ წყლით გაიჟღინთა, დამძიმდა და ბავშვებიც ვეღარ უმკლავდებოდნენ... მათ ყვირილს არავინ მიაქცია ყურადღება, ხალხით სავსე პარკში არავინ დაეხმარა ბავშვებს, ამ გამწარებულმა ბავშვებმა ისიც ვერ მოიფიქრეს, რომ 112-ში დაერეკათ, მერე ვიღაცას მიუძახია პატრულში დარეკეთო და როცა დარეკეს, 7-წუთში ადგილზე მისულა პოლიცია... როგორც ითქვა, გადამოწმდება კამერები და ყველა დაიკითხება გულგრილობისთვის, არ ვიცი, ესეც როგორ იქნება, ყველაფერი მათ ნამუსზე იყოს.
თავად იოსები ქართველია, დედა ჰყავს რუსი, 2008 წელს არიან საქართველოში ჩამოსახლებულები, ამდენი წელია ნაქირავებში ცხოვრობენ, ომის მერე ჩამოვიდნენ აქ, აღარ უნდოდათ იმ ქვეყანაში ცხოვრება და ბავშვის დედა საერთოდ გაქართველდა, უჭირდა ბავშვს თავიდან ქართულად აზროვნება, დედა მეცადინეობაში ეხმარებოდა და ამის გამო გადაწყვიტეს რუსულ სექტორში შემოყვანა“.
დირექტორი ჩვენთან, მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
„მე-8 კლასელ ბავშვებთან, რომლებიც იოსების გადარჩენას ცდილობდნენ, ახლა მუშაობენ მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოცმუშაკები და ფსიქოლოგები, მათ გარეშე ამ სტრესთან გამკლავება წარმოუდგენელია. მშობლებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ღამით არ სძინავთ, ერთ-ერთი, რომელსაც იოსების ხელი ეჭირა, ღამით ხტება და ყვირის: „არ გამიშვა ხელიო“, - გვიყვება დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა კლასში იმიტირებული სასამართო პროცესი გამართეს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას