მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების -წარმოჩენა-განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით, ბავშვებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
დღეს, 30 იანვარს, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სხარტი აზროვნების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას. მოსწავლეები გადანაწილდნენ ორ გუნდად - „ტვინიკოსები“ და „მოაზროვნეები“. თითო გუნდში ოთხი მოთამაშე ირიცხებოდა.
მოსწავლეები თამაშში ხალისითა და დიდ შემართებით ჩაერთნენ, იაქტიურეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა გუნდმა - „მოაზროვნეებმა“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.