მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სერვისების მიწოდების დაფინანსება, რომელიც ვრცელდება თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებულ ოჯახებზე.
დოკუმენტით გათვალისწინებულია:
ა) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
ბ) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება ხელოვნების სკოლებში, სკოლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სწავლების ღირებულების ანაზღაურება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
ასევე, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის, ასევე, უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობის პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, ბენეფიციარებისათვის პლასტიკური ბარათების გაცემის სერვისცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა, სერვისცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღურება და სხვა ღონისძიებები“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.