სიახლეები
სკოლები

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
31-01-2025
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, მასწავლებელ ცისანა შერგილაშვილის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაციები 7 კონტინენტის შესახებ.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, ფოტოები, რუკები, საინტერესო ფაქტები კონტინენტების შესახებ და მიღებული ცოდნა გაუზიარეს მე-2 და მე-3 კლასელებს.

მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები წარუდგინეს უმცროსკლასელებს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდიან. 

„დიდი მადლობა მეოთხეკლასელებს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე მადლობას ვუხდით მე-2 და მე-3 კლასის დამრიგებლებს-  ნანა ზაზაძეს და ცირა კალაიჯიშვილს და მათ მოსწავლეებს პრეზენტაციებით დაინტერესებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება