მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამ წუთებში, „ეტალონის“ ინოვაციური პროექტი izrune.ge-ს ღონიძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები გადაეცემათ, მათ კი, ვინც 2024 წელს ყველა ტესტი შეასრულა, „ეტალონის ბიბლიოთეკა“ სპეციალური წიგნით დაასაჩუქრებს „სტუდენტური პროექტის“ კითხვების კრებულით, ეს საჩუქარი გადაეცემათ ასევე Izrune.ge-ს სპეციალურ აქციაში ჩართულ მოსწავლეებსაც.
დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
როგორ აფასებენ izrune.ge-ს - მოსწავლეები და მათი მშობლები, რას აძლევს პატარა იზრუნელებს პროექტი და რა მოსწონთ ყველაზე მეტად - გთავაზობთ, კომენტარებს ღონისძიებიდან:
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია გელაძე izrune.ge-ში 2019 წლიდან აქტიურად არის ჩართული და როგორც თავად გვეუბნება პროექტში ჩართვა მისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, ვინაიდან ყველა საგანში იღებს განსხვავებულ ინფორმაციას, ხშირად იმაზე
„15 წლის ვარ და 2019 წლიდან ჩართული ვარ პროექტში და პირველ რიგში ძალიან მომწონს, ის რომ კითხვები არის ყველა საგნიდან. ტესტების გავლა და განსხვავებული ინფორმაციების მიღება მიადვილებს სწავლის პროცესს. გარდა ცოდნისა პროექტმა სხვა უნარ-ჩვევებიც შემძინა. მაგალითად მასწავლა სწრაფად
ვფიქრობ, ფორმატი რომელიც „იზრუნეს“ აქვს ძალიან სასარგებლოა ყველასთვის, თუნდაც ის დაფასება, გამორჩევა და თითოეული აქტიური მონაწილის გამოყოფა, ძალიან მნიშვნელოვანია და დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ძალიან ველოდებოდი ღონისძიებას და მიხარია რომ დღეს აქ ვარ. პროექტში ჩართვის დღიდან მოყოლებული ყველა ღონისძიებას ვესწრები და ძალიან მომწონს ის
„ჩემი სამივე შვილი ჩართულია izrune,ge - ს პროექტში. ელენე უკვე სამი წელია, ანდრია ორი, იოანე კი წელს შევიდა სკოლაში და სექტემბრიდან ისიც აქტიურად არის ჩართული. უმცროსებს პროექტში ჩართვის სურვილი ელენემ გაუჩინა მისი მიბაძვით დაიწყეს. ძალიან მოგვეწონა „გაიცანი საქართველო“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყველა
თელავის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ლიზა ბერიაშვილი გვეუბნება, რომ izrune.ge-ს დახმარებით ბევრი ახალი მეგობარი შეიძინა, მისივე თქმით, „პროექტმა ბევრი ისეთ რამ მასწავლა რაც სკოლაში არ მისწავლია, ამიტომ მინდა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსაც და ჩემი განათლების პირად მენეჯერს, ელენეს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“. როგორც ლიზას დედა, გვეუბნება „ყოველი კვირის ხუთშაბათს მოუთმენლად ელოდება მისი შვილი. დაიწყო უფრო მეტი კითხვის დასმა გაუჩნდა მეტი ინტერესი სხვადასხვა საკითხის მიმართ და ძალიან მიხარია.მიხარია ისიც რომ პროექტი მუდმივად ცდილობს მოტივაცია მისცეს ჩემს შვილს და შეაქოს და დააჯილდოოს იმისთვის რომ კარგად სწავლობს. ამის დასტურია ეს ღონისძიებაც, რომელსაც მოუთმენლად ველოდით“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ტესტის ნიმუში და სხვა დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“