სიახლეები
სიახლეები

izrune.ge-ს ღონისძიება მოსწავლეთა დღესასწაულად იქცა - მონაწილეების და მშობლების ემოციები
03-02-2025
-
+


ყველაზე გონიერ, კრეატიულ და ჭკვიან მოზარდებს 2 თებერვალს izrune.ge - ს ღონისძიებაზე შეხვდებოდით. ტრადიციად ქცეულ ცერემონიალზე წელს ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებიც ყველაზე აქტიურები და ბეჯითები იყვნენ.

მოსწავლეთა მრავალრიცხოვნობიდან გამომდინარე, ღონისძიება რამდენიმე ეტაპად წარიმართა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ  პროექტში, რომელიც მოსწავლეთა განვითარებასა და განათლებაზეა ორიენტირებული, ათასობით მოზარდია ჩართული.  

ღონისძიებას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, რომელმაც პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  izrune.ge ორიენტირებულია დანერგოს თანამედროვე მიდგომები და მოსწავლეებს, განათლების მიღებასთან ერთად დაეხმაროს, უკეთ შეიცნონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.

როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, მოსწავლეთა განათლებასა და განვითარებაში დიდ როლს შეასრულებს izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიის არჩევასაც გაუმარტივებს.

„izrune,ge ძალიან განვითარდა -  თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად მოსწავლეები იძენენ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს. თუნდაც ვიდეოების ჩაწერით, ისინი ხვეწენ მეტყველებას, ეჩვევიან სითამამეს, საჯარო გამოსვლებს, ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენს ღონისძიებებზე მოსწავლეები თავად გამოთქვამენ სურვილს, რომ სიტყვით გამოვიდნენ და მიმართონ აუდიტორიას, გადაუხადონ მადლობა მასწავლებლებს,  შეასრულონ სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, წაიკითხონ ლექსები და ამით წარმოაჩინონ თავი. 

რაც შეეხება izrune,ge-ს ხელოვნურ ინტელექტს, იგი მოსწავლეების მიერ ტესტის შესრულების პროცესს „დააკვირდება“, „შეისწავლის“ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და სასწავლო წლის ბოლოს დეტალურ ინსტრუქციას მისცემს მოსწავლესა და მშობელს. ის გვეტყვის, რამდენად სწორად იყენებს მოსწავლე დროს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს და რა არის მისი ძლიერი მხარე. ხელოვნური ინტელექტი ობიექტურად, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთებს მოსწავლის მონაცემების ანალიზს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებს წარმატებული კარიერის შექმნაში“.

ღონისძიებაზე არაერთი ნიჭიერი, გონიერი და კრეატიული ახალგაზრდა გავიცანით, მათ შორის ერთ-ერთი 191-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია ნაჭყებია, რომელმაც izrune.ge-ს პოპულარიზაციაში ჩართვის სურვილი გამოთქვა: „ძალიან მინდა ბევრი ბავშვი იყოს ჩართული izrune.ge- ში, რადგან მინდა ყველა ჩემსავით ჭკვიანი იყოს. მე ძალიან მომწონს ეს პროექტი, ამიტომ ბატონ გოჩას ვთხოვე სკოლაში გასაკრავად რამდენიმე პლაკატი მოეცა, რომ ჩვენს შესახებ ბევრს გაეგო. უკვე 5 წელია ტესტებს ვასრულებ და ძალიან მომწონს. სააზროვნო კითხვებია და ბევრ ისეთ საკითხს ვიგებ, რომელიც სკოლაში ჯერ არ მაქვს გავლილი“.  

izrune.ge მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება და ხშირად პირველ გამბედავ ნაბიჯებსაც ამ პროექტში დგამენ პატარები. ამის დასტურია „მწვანე სკოლის“ მოსწავლე ლუკა ქარჩავა, რომელმაც პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე სწორედ იზრუნეს ღონისძიებაზე იმღერა და როგორს ლუკას დედა ლია უბილავა გვეუბნება, ეს ბავშვისთვის დაუვიწყარი მოგონება და გამოცდილება გახდა.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩას, ასეთი პროექტისთვის. დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია როგორც ჩემთვის, ისე აქ მოსული თითოეული მონაწილისთვის. ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ „იზრუნემ“ ლუკას არაერთი უნარი განუვითარა, მაგალითად ტესტების შესრულებამ და დროის ლიმიტმა, სწრაფი აზროვნებისა და ლოგიკური უნარები განუვითარა. როგორც მშობელი ძალიან კმაყოფილი ვარ. სწორედ „იზრუნეს“ ღონისძიებაზე გამოვიდა ლუკა პირველად ფართო საზოგადოების წინაშე და იმღერა, ეს მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი იყო. თვითონ ლუკა ძალიან კმაყოფილია, მოსწონს ის ვიდეოები, რომლებსაც წერს და სოციალურ ქსელში იდება, სხვადასხვა აქტივობები, რომელსაც ტესტების მიღმა სთავაზობენ ბავშვებს. ერთადერთი რასაც ვისურვებდი არის ის, რომ გაიზარდოს ინტერაქციული შეხვედრები რათა მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის გაცნობა. სიმართლე გითხრათ, იზრუნეს მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანით ჩვენი მოგვარე და ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, ამიტომ ვისურვებდი რომ პირდაპირი შეხვედრები უფრო ხშირად იმართებოდეს, რადგან ეს მნიშვნელოვანია“.

izrune.ge-ს ტექსტები ძალიან უყვარს ნინი ფიფიას, რომელიც თბილისის 71-ე სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეა. 

„ძალიან მომწონს „იზრუნე“, ძალიან საინტერესო კითხვებია და ისიც ძალიან მიყვარს, როცა „ფეისბუქზე“ ჩემი ფოტოები იდება, ასევე ძალიან მიყვარს ელენე მასწავლებელი, რომელიც ყველაფერში მეხმარება“.

ღონისიძიებაზე იმყოფებოდნენ თეთრიწყაროს რაიონის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები: თინათინ  შავშიშვილი და მარიამ ბადუაშვილი და მათი მშობლები, რომლებსაც ქართველი მწერლებისა და მხატვრების გამოსახულებიანი მაისურები ეცვათ, რითაც დამსწრე საზოგადოების ყურადღებას ნამდვილად იქცევდნენ.

როგორც ჩვენთან საუბრისას მშობლებმა აღნიშნეს, მოსწავლეები სამი წელია პროექტში არიან ჩართულნი და მათი მოტივაცია ნამდვილად გაზრდილია. ამასთან ხაზი გაუსვეს მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის პროექტის წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათთან საუბარი, ძალიან მნიშვნელოვანია. 

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ალი ორუჯოვი გვეუბნება, რომ უკვე ორი წელია პროექტშია ჩართული და განსაკუთრებით მათემატიკური და ინგლისური ენის ტესტები მოსწონს.

„მომწონს, რომ ტესტები სხვადასხვა საგნიდან არის, თუმცა ვისურვებდი უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ისეთ კითხვებს, რომელიც გეოგრაფიდან იქნება. ძალიან მომწონს რომ ონლაინ ტესტების გარდა ღონისძიებებიც იმართება და შეგვიძლია პირისპირ შევხვდეთ ჩვენს განათლების მენეჯერს, ბატონ გოჩას და პროექტის სხვა მონაწილე ბავშვებს“.

როგორის ალის დედა, ხათუნა ზაქაიძე გვეუბნება, izrune.ge  განსაკუთრებული სივრცეა, ვინაიდან ეს პროექტი მოსწავლეთა განვითარებასა და განათლებას ემსახურება -  „ვისურვებდი, რომ პროექტში ბევრი ბავშვი იყოს ჩართული რადგან ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება განათლებული ახალგაზრდები“. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და  პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება

ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგი გამოქვეყნდა - იხილეთ სწორი პასუხები და მინიმალური ქულები საგნების მიხედვით 

პირველი ტესტირების თარიღი ცნობილია - რეგისტრაცია დაიწყო

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს ეხება - დეტალური ინფორმაცია

რომელი სკოლები წარადგენენ ანგარიშს - სია ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

საჯარო სკოლა არაერთ საერთაშორისო პროექტს სთავაზობს მოსწავლეებს

მასწავლებლებმა საკითხში ცოდნა აიმაღლეს და სერტიფიკატითა და სასაჩუქრე პაკეტით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება