მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამეცნიერო სკოლის დასკვნითი სესიები და დებატები კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ლალი მეკოკიშვილმა გახსნა.
მისი თქმით, სკოლა კონფერენცია ძალიან საინტერესო ფორმატია, ეს არის სტუდენტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობა და პერსპექტივა, რომ საკითხი თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლონ, უშუალოდ ჰქონდეთ კომუნიკაცია წამყვან სპეციალისტებთან და თავადაც პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.
დებატების ფარგლებში, სტუდენტები ორ ჯგუფად დაიყვნენ, ერთმა მხარემ თემა წარადგინა, მეორემ კი საპირისპირო მოსაზრება დაამტკიცა-დეკანის შეფასებით, ეს ფორმატი ძალიან საინტერესოა და შემეცნებითია სტუდენტთათვის.
პროექტის ავტორი და კოორდინატორი ნუნუ მიცკევიჩი ხუთდღიანი კონფერენციის დასკვნით დღეს სწორედ სტუდენტური დებატებით გამოარჩევს, მისი თქმით, არგუმენტირებულ კამათში ახალგაზრდები მეტ განათლებასა და გამოცდილებას იძენენ.
ორგანიზატორის შეფასებით, კონფერენციამ ეროვნულ-აკადემიური ღონისძიების სახე მიიღო, რომელმაც საქართველოს 7 უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ყველა წამყვანი ჯგუფი მოიცვა იმუნოლოგიის დარგში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი თამარ შაბურიშვილი მოხარულია მსოფლიო დონის ლექტორებთან თანამშრომლობით და განვლილ დღეებს აფასებს:
„ხუთდღიანმა კონფერენციამ სტუდენტებს დიდი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მოგვცა. თუნდაც ლიმფოციტური დაავადების გვარცელებისა და თანამედროვე სამკურნალო მეთოდების გამოყენების კუთხით. კონფერენციაში მსოფლიო დონის ლექტორები მონაწილეობდნენ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენი, ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კონგრესი საქართველოში მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაში დაგვეხმარება.“
ღონისძიება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპანია EMD GROUP-ის, რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების პარტნიორობით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ბავშვებმა სცენაზე ზღაპრის პერსონაჟები გააცოცხლეს