მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩხაკოურას საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში ახალისებენ, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და საგანმანათლებლო პროექტებში დიდი შემართებით მონაწილეობენ.
1 თებერვალს, ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „მთიელები“ შეუერთდა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატს ეკოლოგიასა და სატყეო განათლებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გურიის მხარის სკოლები.
ჩემპიონატი ჩატარდა პროექტის ECO.Georgia-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი გათვლილი იყო VI, VII, VIII კლასის მოსწავლეებისთვის.
გუნდს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნათელა ირემაძე, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.