მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაოგები აქტიურად ზრუნავენ.
ამჟამად, ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩართულნი არიან - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“ და გარემოსდაცვით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებენ.
სკოლის კლუბის „სხივის“ წევრებმა გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში, მორიგი აქტივობა გამართეს.
მოსწავლეები, კლუბის ხელმძღვანელთან ერთად, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სატბორე მეურნეობაში, რომელიც FAO შემოთავაზებულ კონკურსს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წლევანდელი დავალებას ეხებოდა.
მოსწავლეებმა ფერმერისგან მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ სატბორე მეურნეობა, როგორც მეთევზეობის ერთ-ერთი ქვედარგი, სულ უფრო უკავშირდება სოფლის მეურნეობას, როგორც მისი შემადგენლობის ნაწილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სატბორე მეურნეობები მოიცავს 500 ჰექტრამდე ფართობს. ამ სფეროში დაკავებულია 30-მდე ფერმერი. ლაგოდეხის კლიმატური და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მტკნარი წყლის მეთევზეობა ძირითადად ორ ზონად იყოფა: მთისა და ბარის. მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება: კობრი, ჩვეულებრივი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და სხვა. ასეთ მეურნეობებში თევზების მოვლა-პატრონობა ხდება სპეციალურად მოწყობილ აუზებში სადაც ქმნიან პირობებს მათი წარმატებული ზრდისა და გამრავლებისთვის. თევზის მეურნეობა მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს: თევზების გამრავლება - ამისთვის გამოიყენება სპეციალური გასამრავლებელი პირობები, რათა შეწყვიტონ თევზები და დააკმაყოფილონ მათი სასიცოცხლო მოთხოვნები. კონტროლი - იმაზე, თუ როგორ იზრდება თევზი, გავლენას ახდენს წყლის ტემპერატურა, კვება, ავადმყოფობების პრევენცია და სხვა. მზარდი თევზის რეალიზაცია კი არის - თევზი, როდესაც იზრდება და მზადაა, გადადის გაყიდვის ან გადამამუშავებელ საწარმოში.
მოსწავლეებისთვის ვიზიტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.