სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა სცენარისტსა და ლიტერატურის მოყვარულს უმასპინძლეს  
03-02-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და ბაშვებისთვის მხატვრული ლიტერატურის შეყვარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლეს. ახალგაზრდა სცენარისტი და სატელევიზიო შოუს - „წიგნების თაროს“ მონაწილე ალექსანდრე გუნია, სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა წიგნებისა და ლიტერატურის სიყვარულზე.

საინტერესო სტუმარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებით გაჯერებულ რეალობაში, ლიტერატურის მნიშვნელობა უდიდესია.

ალექსანდრე გუნიამ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება: როგორ შეცვალა წიგნის კითხვის პროცესმა მისი ცხოვრება, რა როლი ითამაშა ინტელექტუალურმა პროექტმა - „წიგნების თარომ“ მის პროფესიულ განვითარებაში და რატომ უნდა დარჩეს ლიტერატურა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად.

მოსწავლეებისთვის ეს იყო უდიდესი მოტივაცია – არა მხოლოდ იკითხონ მეტი, არამედ დაინახონ, როგორ შეიძლება წიგნებმა უკეთესობისკენ შეცვალოს მათი აზროვნება და მსოფლმხედველობა.

შეხვედრის მსვლელობისას, სტუმარი, დამსწრე აუდიტორიას, წიგნების შერჩევის, ლიტერატურული ანალიზისა და მწერლის პროფესიის სირთულეებზე ესაუბრა.

„გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ შანსი პროექტში მონაწილეობის მიღების, ზოგადად სასკოლო თემთან ამგვარი შეხვედრები შეიძლება გადაიზარდოს უფრო მასშტაბურ პროექტად, თუ ახალგაზრდები, რომლებიც ლიტერატურით ან სხვა შემოქმედებითი სფეროებით არიან გატაცებულნი, თავიანთ გამოცდილებას მოსწავლეებს გაუზიარებენ“,- გვეუბნებიან სკოლაში, შეხვედრის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და დასძენენ, რომ  შესაძლებელია, მსგავსი შეხვედრების ციკლის ორგანიზება სხვადასხვა- საგნობრივი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

მოსწავლეების მონაწილეობა მსგავს ინიციატივებში არა მხოლოდ კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, არამედ მათ სოციალურ და პროფესიულ უნარებსაც აძლიერებს. ასეთ პროექტებში ჩართულობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით გამოირჩევა:

  • მსგავსი შეხვედრები აჩვენებს, რომ ლიტერატურა მხოლოდ სასწავლო მასალა არ არის, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და ემოციების შემცველი ძალაა. მოზარდები ხვდებიან, რომ კითხვა თვითგანვითარების გზაა.
  • წარმატებული ახალგაზრდების პირადი ისტორიების მოსმენა მოზარდებს აძლევს სტიმულს, დაინახონ ლიტერატურასთან, ჟურნალისტიკასთან, სცენარისტობასთან და სხვა შემოქმედებით დარგებთან დაკავშირებული კარიერული პერსპექტივები.
  • მსგავსი შეხვედრები მოზარდებს ეხმარება თავისუფლად გამოხატონ აზრები, დაუსვან კითხვები და გაიღრმავონ ანალიტიკური უნარები. წიგნების განხილვა და დისკუსიები მათ ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას უვითარებს.
  • მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შესაძლებელია ახალი პროექტების ჩამოყალიბება, როგორიცაა ლიტერატურული კლუბები, დისკუსიური ჯგუფები ან თუნდაც მოსწავლეთა მიერ შექმნილი მცირე მასშტაბის გამოცემები, ბლოგები და პოდკასტები.
  • როცა მოსწავლეები ხედავენ, როგორ შეიძლება ლიტერატურამ და კითხვამ რეალურ ცხოვრებაში კარიერული ან პიროვნული წარმატება განსაზღვროს, ეს მათ დამატებით მოტივაციას აძლევს. ისინი იწყებენ წიგნებს არა მხოლოდ ცოდნის წყაროდ, არამედ საკუთარი ოცნებებისკენ სვლის ინსტრუმენტად.

„ამგვარი პროექტები განათლების მხოლოდ ფორმალურ მხარეზე არ არის ორიენტირებული – ისინი მოზარდებს უყალიბებს ღირებულებებს, ხსნის მათთვის ახალ გზებსა და აძლიერებს შემოქმედებითი აზროვნების უნარს. შედეგად, ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ საზოგადოებისთვის სარგებელის მომტანია, რადგან განათლებული, წიგნიერებაზე ორიენტირებული თაობა არის პროგრესის საფუძველი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება