მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა მანდატურების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
ა) თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრი:
ა.ა) ქ. თბილისი - 46 ვაკანსია;
ა.ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი სოფელი წეროვანი - 1 ვაკანსია;
ბ) აჭარისა და გურიის ცენტრი:
ბ.ა) ქ. ბათუმი - 17 ვაკანსია;
ბ.ბ) ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩაისუბანი - 1 ვაკანსია;
ბ.გ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი წინსვლა - 1 ვაკანსია;
ბ.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური - 1 ვაკანსია;
გ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ცენტრი:
გ.ა) ქ. ზუგდიდი - 1 ვაკანსია;
გ.ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემი - 1 ვაკანსია;
გ.გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკი - 1 ვაკანსია;
გ.დ) ქ. აბაშა - 2 ვაკანსია;
დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ცენტრი:
დ.ა) ქ. ქუთაისი - 2 ვაკანსია;
დ.ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი მეორე სვირი - 1 ვაკანსია;
დ.გ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი დილიკაური - 1 ვაკანსია;
ე) შიდა ქართლის ცენტრი:
ე.ა) კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი აღაიანი - 1 ვაკანსია;
ვ) ქვემო ქართლის ცენტრი:
ვ.ა) ქ. რუსთავი - 4 ვაკანსია;
ვ.ბ) ქ. თეთრიწყარო - 1 ვაკანსია;
ვ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი აზიზქენდი - 1 ვაკანსია;
ვ.დ) მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ქეშალო - 1 ვაკანსია;
ვ.ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა - 1 ვაკანსია;
ვ.ვ) ქ.დმანისი - 3 ვაკანსია;
ვ.ზ) დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი ირგანჩაი - 2 ვაკანსია;
ვ.თ) ქ. წალკა - 1 ვაკანსია;
ზ) კახეთის ცენტრი:
ზ.ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხე - 1 ვაკანსია;
ზ.ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალი - 1 ვაკანსია;
ზ.გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის სოფელი გიორგეთი - 1 ვაკანსია;
თ) სამცხე-ჯავახეთის ცენტრი:
თ.ა) დაბა ბაკურიანი - 1 ვაკანსია.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:
მანდატურად შეიძლება დაინიშნოს:
საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან;
ნასამართლობის არმქონე;
სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით;
სახელმწიფო ენის მცოდნე;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
შრომის ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული).
ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გასაგზავნი დოკუმენტაცია:
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის დასრულების შემთხვევაში, პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დოკუმენტის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან);
კანდიდატს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის განათლების დოკუმენტი (დიპლომი/ატესტატი), სავალდებულოა ის იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი, ნოტარიულად დამოწმებული და აღიარებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან.
სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში.
ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის ან საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში კანდიდატის საკონკურსო განაცხადი დარჩება განუხილველი.
მანდატურობის კანდიდატების შერჩევის ეტაპებია:
კონკურსის გამოცხადება სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
მანდატურობის კანდიდატების მიერ წარდგენილი საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
მანდატურობის კანდიდატების შეფასება (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება);
მანდატურობის კანდიდატების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსების გავლა;
იმ მანდატურობის კანდიდატების დანიშვნა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს მოსამზადებელი კურსები.
საბუთების წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: hr@mandaturi.gov.ge
კონკურსის (გასაუბრება და ფიზიკური მზაობის შემოწმება) შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში;
მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობაა თვე-ნახევარი;
მანდატურობის კანდიდატის მიერ მოსამზადებელი კურსების შეწყვეტის ან/და მოსამზადებელი კურსების დაუძლევლობის შემთხვევაში, ასევე მოსამზადებელი კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდგომ, თუ პირი უარს განაცხადებს მანდატურად დანიშვნაზე, ასევე დანიშვნიდან 1 კალენდარული წლის განმავლობაში პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვს სამსახურიდან განთავისუფლებას, ვალდებულია მანდატურის სამსახურს აუნაზღაუროს მოსამზადებელი კურსის ღირებულება სრული მოცულობით. კანდიდატი ანაზღაურების ვალდებულებისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მანდატურობის კანდიდატმა ვერ დაძლია ფიზიკური მომზადების კომპონენტი.
დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრების ფორმისა და დროის, კონკურსის შედეგების თაობაზე მიეწოდება პირადი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2025 წლის 04 თებერვლიდან - 2025 წლის 13 თებერვლის ჩათვლით;
კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;
სააპლიკაციო ფორმა და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა
izrune.ge-ს ხელოვნური ინტელექტი „იო“ მალე მოსწავლეებს საკუთარ ძლიერ მხარეებს დაანახებს და პროფესიის არჩევაშიც დაეხმარება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თემებზე ინფორმაცია მოიძიეს